5 ივლისი, 2015

მსოფლიო ჰიტების საიდუმლოებები

1msoflio-hitebiარსებობს სიმღერები, რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს, პირიქით, რაც დრო გადის, მათ სულ უფრო მეტი ადამიანი უსმენს და ისინი მსოფლიო ჰიტებად სრულიად დამსახურებულად იწოდებიან.

იცით რაშია მსოფლიო ჰიტების საიდუმლოება? “არტინფო” რამდენიმე მათგანის საიდუმლოს გაგიმხელთ.

Metallica – Nothing Else Matters: ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, რომ ეს მსოფლიო ჰიტი ერთი ხელით არის დაწერილი. როცა ჯეიმზ ჰეტფილდს ამ სიმღერის დაწერის მუზა ესტუმრა, ის ტელეფონზე საუბრობდა და მხოლოდ ერთი ხელით შეეძლო დაკვრა, რასაც სიმღერის შესავალიც ამტკიცებს.

Queen – The Show Must Go On:  ჯგუფის ამ ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერის ჩაწერას თავისი ისტორია აქვს. როცა ეს ჰიტი იწერებოდა, ფრედი მერკური უკვე მძიმედ იყო ავად და გადაადგილებაც უჭირდა. ბრაიან მეიმ ეს სიმღერა ფალცეტით იმღერა, რადგან მაღალი ნოტების აღება არ შეეძლო. უკვე აღარავის სჯეროდა, რომ ფრედი მერკური ამ სიმღერის შესრულებას შეძლებდა, მაგრამ Queenის ლიდერმა მთელი ძალები მოიკრიბა, გასამხნევებლად არაყიც დალია და უკვდავი ჰიტი ერთი ამოსუნთქვით იმღერა.

The Doors – Light My Fire:  როდესაც ჯგუფი ედ სალივანის შოუში მიიწვიეს, ორგანიზატორებმა ჯიმ მორისონს სთხოვეს, რომ სიმღერაში არსებული საზოგადოებისთვის მიუღებელი ფრაზები, რაიმე სასიამოვნო სიტყვებით შეეცვალა. მართალია, მორისონმა პირობა დადო, რომ ტექსტს შეცვლიდა, მაგრამ სიმღერა მაინც პირვანდელი ტექსტით იმღერა, რაც მოგვიანებით ღელვით და გულმავიწყობით ახსნა. ამის შემდეგ ჯგუფი სალივანის შოუში აღარასოდეს მიუწვევიათ.

Pink Floyd – Another Brick In The Wall: სიმღერისთვის გუნდი ლონდონის ერთ-ერთი სკოლის ბავშვებისგან შეკრიბეს, რომელიც სტუდიასთან ახლოს მდებარეობდა. გუნდში 13-15 წლის 23 მოზარდი გაერთიანდა. დიდი გუნდის ეფექტის მისაღებად საჭირო გახდა ჩანაწერის ერთმანეთზე რამდენჯერმე დადება. სიმღერის პრემიერას დიდი სკანდალი მოყვა – სკოლის ხელმძღვანელობას არ მოეწონა სიმღერის თემატიკა და თანაც გუნდის არც ერთ წევრს ანაზღაურება არ მისცეს.

AC/DC – Back in Black: მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ, რომელიც გიბსონის გიტარებს აწარმოებს, 2010 წელს თავის ვებ გვერდზე 80-იანი წლების საუკეთესო სიმღერების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიის სათავეში AC/DC-ს უკვდავი ჰიტი მოხვდა.

ყველაზე პირველი ალბომი, რომელზეც The Beatles-მა სტუდიაში იმუშავა, წარმოუდგენლად მოკლე დროში 8 საათში ჩაიწერა.