Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირმა ნიორაძე ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე იცეკვებს

26 ივლისი, 2015

1nioradze-irmaცნობილი ქართველი პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე თბილისშია. მოცეკვავე საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაში, რომელსაც არ ექნება კონცერტის ფორმა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ეს იქნება თეატრალიზირებული სანახაობა და მასში საქართველოს ისტორია და მითოლოგია გაცოცხლდება.

ოლიმპიადაში ევროპის 48 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გახსნის რეჟისურა გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის, ამიტომაც პიანისტები, მოდელები, მომღერლები, მსახიობები, მოცეკვავეები მთლიანად მის განკარგულებაში არიან. სპეციალურად ამ დღისთვის ირმა ნიორაძესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა პაატა ბურჭულაძეც. ოლიმპიადისთვის შექმნილ ჰიმნს კი ნუცა ბუზალაძე, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე შეასრულებენ.