26 ივლისი, 2015

ვინ წარგვადგენს ევროვიზია 2016-ზე?

1ewroviziaaaaმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ევროვიზია სულ ახლახანს დასრულდა, საქართველოში უკვე დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ ვინ წარადგენს მომავალ წელს საქართველოს ევროფესტივალზე.

ვებ გვერდი wiwibloggs.com ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომავალი წლის კონკურსანტთა ხუთეული უკვე შედგენილია. ვებ გვერდის ვარაუდით, ევროვიზიაზე საქართველოს ყველაზე ღირსეულად წარადგენენ ბერა, ნინი ცნობილაძე, თამთა გოდუაძე, ქეთი მელუა და მებო ნუცუბიძე თავისი ჯგუფით THE BEARFOX.

wiwibloggs.com-ზე ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე თამთა გოგუაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე ქეთი მელუაა, მესამე ადგილზე ნინი ცნობილაძეა, მეოთხე ადგილს ბერა იკავებს, მეხუთე ადგილზე კი მებო ნუცუბიძე და მისი ჯგუფი THE BEARFOX-ია.

ევროვიზია 2016-ს მომავალ წელს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს.