18 ივნისი, 2015

ზურაბ გურიელიძე დავით აღმაშენებლის როლში

1zooალბათ ბევრმა არ იცის, რომ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ თავისი შესაძლებლობები სამსახიობო კარიერაშიც მოსინჯა.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა ის თავის დოკუმენტურ ფილმში გადაიღო, სადაც ზოოპარკის დირექტორი არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებლის როლს ასრულებდა.

გადაღებები მცხეთაში მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა და დაიხურა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა ფილმის მხოლოდ პირველი 19 წუთი.

”არტინფო” გთავაზობთ გიორგი ოვაშვილის ნამუშევარს.