17 ივნისი, 2015

ზუგდიდის თეატრი სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

1zugdidiზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის გადაწყვეტილებით, 18 ივნისს თეატრში სპექტაკლი “დაბრუნება” გათამაშდება.

წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით არის დადგმული და მისი რეჟისორი გეგა ქურციკიძეა. სპექტაკლში ზუგდიდის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

– ხუთშაბათს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი გიწვევთ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „დაბრუნება“. სპექტაკლი საქველმოქმედოა, ბილეთის ფასია 5 ლარი. შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის სტიქიის შედაგად დაზარალებულთა ფონდში. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ერთად დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, – აცხადებენ თეატრში.