23 ივნისი, 2015

ზესტაფონის თეატრი სტიქიით დაზარალებულებისთვის ითამაშებს

1zestზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უერთდება თეატრების საქველმოქმედო მარათონს თბილისში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და 25 ივნისს სპექტაკლის “იხვებზე ნადირობა” პრემიერას ქველმოქმედებისთვის ითამაშეს.

პიესის ავტორი ალექსანდრე ვამპილოვია, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი მამუკა ცერცვაძე, მხატვარი ნათია ბერაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი გლოველი, ნანა ცხვირაშვილი, თემურ კიკნაველიძე, ნინო აბესაძე, მარეხ აბესაძე, ნანა ისიანი, ბადრი ტაბატაძე, თემურ ქველიაშვილი და გიორგი მჭედლიძე.

– გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენო ერთგულო მაყურებელო, დაუდექით გვერდში დაზარალებულ ოჯახებს და მობრძანდით სპექტაკლზე! – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.