7 ივნისი, 2015

ზეიკო ბოცვაძის ბარელიეფი ხელოვნების სასახლეში გაიხსნა

1zeikoხელოვნების სასახლეში ქართველი არტისტის, ზეიკო ბოცვაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბარელიეფიც გაიხსნა, რომლის ავტორიც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ზეიკო ბოცვაძემ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. მან მოახერხა თავისი სახასიათო და შთამბეჭდავი როლებით თავი შეეყვარებინა ქართველი მაყურებლისათვის.

განსაკუთრებულია მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში “მონანიება”, “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, “იავნანა”, “ჩაკლული სული”, “პალიასტომი” და მრავალი სხვა.