Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა

27 ივნისი, 2015

1zaazaaქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი ოფიციალურად გახდა. ზაზა ურუშაძე სიაში ქართულ-ესტონური კოპროდუქციით “მანდარინებით” აღმოჩნდა, რომელიც ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ფილმია.

ეს სასიხარულო ინფორმაცია რეჟისორმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა:

– გავხდი ოფიციალურად ამერიკის კინოაკადემიის წევრი! – დაწერა რეჟისორმა სოციალურ ქსელში, ამ ინფორმაციას თან დამადასტურებელი ფოტოც დაურთო და უამრავი მილოცვაც მიიღო.

ამერიკულმა კინოაკადემიამ ამჯერად თავისი წევრობა 322 ხელოვანს არგუნა. მათ შორის არიან როგორც რეჟისორები, ასევე მსახიობები, სცენარისტები, კინოდოკუმენტალისტები, მუსიკოსები, ვიზაჟისტები, მხატვრები და ყველა ის ადამიანი, ვინც კინოსამყაროს ემსახურება.

1zaz