Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვინ წარადგენს საქართველოს სტამბოლის ბიენალეზე?

1turqetiსაქართველო სტამბოლის ბიენალეზე წარსდგება. სტამბოლის რიგით მე-14 ბიენალე 5 სექტემბერს დაიწყება და 1 ნოემბრამდე გასტანს. პავილიონები ქალაქის სხვადასხვა სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

სტამბოლის რიგით 14-ე ბიენალეს კურატორი და კონცეფციის ავტორი კეროლაინ კრისტოფ-ბაკარგიევია. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე 50-ზე მეტი არტისტის ახალ ნამუშევარს აერთიანებს.

ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, გადაწყვეტილებას ავსტრიელი კურატორი, მწერალი და რედაქტორი გეორგ შოლჰამერი მიიღებს, რომელიც ქართული პავილიონის კურატორი იქნება სტამბოლის ბიენალეზე.

3 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გეორგ შოლჰამერი ქართველ ხელოვანებთან შეხვედრას გამართავს. ის თბილისში მიხეილ გიორგაძის უწყების მოწვევით იმყოფება და 2015 წლის სტამბოლის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენ ხელოვანებს შეარჩევს.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიელი სტუმარი მოინახულებს ქალაქში არსებულ თანამედროვე ხელოვნების სივრცეებსა და გალერეებს.

სტამბოლის ბიენალესთვის შერჩეული პროექტი 2015 წლის კიევის ბიენალეზეც იქნება წარმოდგენილი.