23 ივნისი, 2015

უკვდავთა ბაღში გიული ჭოხონელიძის ბიუსტი გაიხსნება

1giuli26 ივნისს საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის უკვდავთა ბაღში გაიმართება სახალხო არტისტის გიული ჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა „ცხოვრების ფურცლები“.

მუზეუმის ტერიტორიაზე გამოფენილი იქნება ხელოვანის სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, აფიშები, ფოტოები პირადი საოჯახო ალბომიდან, ასევე 2 ცნობილი კოსტიუმი: ანთიმოზ ივერიელისა და პეტრე ბაგრატიონის როლში, რაც სახსოვრად გადაეცემა მუზეუმს.

ქართველ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს გიული ჭოხონელიძეს წელს 86 შეუსრულდებოდა. მას გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი, ერთი დოკუმენტური და ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ქოჩორა“, „გაზაფხულის საღამო“, „წინაპართა მიწა“, „ბაგრატიონი“, „სპირალი“, „ანთიმოზ ივერიელი“. სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული აქვს პრიზები და ჯილდოები. გიული ჭოხონელიძემ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიებში 60-მდე მთავარი როლი განასახიერა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც პირველ საბჭოთაოსკაროსან ფილმში „ომი და მშვიდობა“ პეტრე ბაგრატიონის როლი შეასრულა.

უკვდავთა ბაღში საზეიმოდ გაიხსნება გიული ჭოხონელიძის ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია. დამსწრე პუბლიკას საშუალება ექნება მოუსმინოს აუდიო ჩანაწერს ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ჩემი ცხოვრების ფურცლები“, რომელსაც კითხულობენ გიული ჭოხონელიძის შვილიშვილები.