11 ივნისი, 2015

„უკანასკნელი ცისფერყანწელი“ გამოცემულია

1kolau“უკანასკნელი ცისფერყანწელი” – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ნინო ჩხიკვიშვილმა გამოსცა.
კრებულის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში 11 ივნისს გაიმართება და ის პოეტის კოლაუ ნადირაძის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება.

წელს ქართველი პოეტის, ცისფერყანწელთა წევრის კოლაუ ნადირაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. წიგნი „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ წარმოადგენს პოეტზე ბიოგრაფიული რომანის შექმნის და ცისფერყანწელთა ეპოქის გაცოცხლების პირველ მცდელობას.

კოლაუ ნადირაძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს. კლასიკური გიმნაზიიდან “მგლის ბილეთით” გარიცხეს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ატესტატის აღება მაინც მოახერხა.

პირველი ლექსი “ავზნიანი ქალაქი” ჟურნალ “ცისფერ ყანწებში“ დაჭებდა. კოლაუ ნადირაძე იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი “ბალდახინი” ქუთაისში გამოსცა. პოეტი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.