24 ივნისი, 2015

ცისფერ ტრიოზე ფილმი გადაიღეს

1trio43 წლიან “ცისფერ ტრიოზე” ფილმი გადაიღეს. მისი პრეზენტაცია 24 ივნისს კინოთეატრ „ამირანში” გაიმართება. აქვე შედგება „ცისფერი ტრიოს“ სამდისკიანი ალბომის პრეზენტაციაც.

მხატვრულ-დოკუმენტურ კინო ჩანახატში “ცისფერი ტრიოს” 43 წლიანი შემოქმედებაა ასახული და ის არტვიზიონის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. ფილმში შესულია „ცისფერი ტრიოს“ შემოქმედების ამსახველი, ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი კადრები, სიმღერები, ვიდეო რგოლები.

სპეციალურად ამ ფილმისთვის მომზადდა მსმენელისთვის საყვარელი სიმღერების ანიმაციური კლიპები.

ტრიოს სამ დისკიან ალბომში სრულადაა თავმოყრილი „ცისფერი ტრიოს“ უნიკალური, მრავალწლიანი შემოქმედება.