17 ივნისი, 2015

თავისუფალი თეატრი საუკეთესო სპექტაკლს ქველმოქმედებისთვის ითამაშებს

1tavisufaliთავისუფალი თეატრის და მისი ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის გადაწყვეტილებით, თეატრის დასი თავის რეპერტუარში საუკეთესო სპექტაკლს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ითამაშებს.

21 ივნისს თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”:

– საშინელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში და ამ ტრაგედიამ ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრა, ბევრი რამ გვიჩვენა. მწუხარებას გამოვთქვამ ყველა დაღუპულის მიმართ და თანავუგრძნობ ყველა დაზარალებულს, ამავე დროს არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება ჩვენი მოქალაქეებისადმი, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ, რომელსაც მიუხედავად ტოტალური სკეპტიციზმისა ძალგვიძს გაჭირვების დროს ერთად დგომა. “თავისუფალი თეატრი” 21 ივნისს ითამაშებს თავის საუკეთესო სპექტაკლს “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” და შემოსულ თანხას გადარიცხავს დაზარალებულთა ფონდში. ამით ჩვენ მცირედ წვლილს შევიტანთ საერთო საქმეში და მოსულ მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მხოლოდ სიყვარული და ერთმანეთში გვერდით დგომა გადაგვარჩენს, – ნათქვამია ავთანდილ ვარსიმაშვილის სპეციალურ განცხადებაში.