13 ივნისი, 2015

თაკო გაჩეჩილაძე თავს იმართლებს

1gachkaმომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მეოთხე სეზონის მონაწილეა. ბოლო საკონკურსო ტური მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. პლავა ლაგუნად გარდასახულმა მომღერალმა უმაღლესი ქულები დააგროვა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ამ ტურის შემდეგ, საზოგადოებაში ხმა გავრცელდა, თაკო ცოცხლად არ მღეროდა, ფონოგრამაზე შეასრულა ეს ურთულესი სიმღერაო. მომღერალიც იძულებული გახდა განმარტებები გაეკეთებინა და თავი ემართლებინა:

“თუ გინდათ აკაპელაში გიმღერებთ, ხალხო, რომ დაწყნარდეთ და დარწმუნდეთ, რომ ცოცხლად შევასრულე! ამ ნომერში იმდენი შრომა და ენერგია ჩავდე, რომ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის, ნიჭთან ერთად ეს ყველაფერი შესაძლებელია და იმის ნაცვლად, რომ გაგიხარდეთ, რომ საქართველოში, ქართველი, თქვენიანი, არის ადამიანი, რომელიც ესე გასახელებთ, ეძიებით ფონოგრამა იყო თუ არა! სირცხვილია და ძალიან საწყენი! ბოღმა და შური არის ქართველი ერის ყველაზე დიდი მინუსი და მაგიტომ არაფერი არ გვეშველება ჩვენ.

პ.ს. ისე ძალიან სასიხარულოა, რომ ისე მოგეწონათ, რომ ვერ იჯერებთ!”