Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სუხიშვილები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

22 ივნისი, 2015

1suxishviliდიდ საკონცერტო დარბაზში ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის დაარსებიდან 70 წლის აღსანიშნავი საქველმოდმედო საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

წელს ანსამბლის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, 27 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო გალა კონცერტი.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიისა და ამის ფონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღონისძიების სადღესასწაულო ფორმატი შეიცვალა. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულებს.

ანსამბლის დასსთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიღეებენ მსოფლიო ბალეტის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

27 ივნისის თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მიწვეული სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის მანძილზე შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალას და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს.

გალა კონცერტი კლასიკური და ახალი ცეკვების პროგრამით არის შედგენილი. მისი ხანგრძლივობა 90 წუთია.