24 ივნისი, 2015

სოფო ბედია გამარჯვებულია

1sopo-bediaმომღერალი სოფო ბედია გამარჯვებულია. მან მუსიკალური და გარდასახვის შოუში “ერთი ერთში” საკონკურსო ტური პირველად მოიგო. ეთერ კაკულიად გარდასახულმა სოფომ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და ოთხივე მათგანისგან უმაღლესი – 12 ქულა მიიღო. საბოლოო ჯამში სოფომ 67 ქულა დააგროვა და მერვე ტურის გამარჯვებულიც გახდა.

ლოტოტრონმა კი კონკურსანტებს ის მომღერლები შეურჩია, რომლებსაც მეცხრე ტურში განასახიერებენ. ივანა მელაი ლაიმა ვაიკულე იქნება, ლევან ჩიჩუა – ზემფირა, გიორგი მახარაშვილი – ნინა სიმონე, თაკო გაჩეჩილაძე – კონჩიტა ვურსტი, ზურა მანჯავიძე – შარლ აზნავური, ოთო ნემსაძე – ადრიანო ჩელენტანო, მარიტა როხვაძე – ნინო ქათამაძე, სოფო ბედია კი ლარისა დოლინა.