Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Sophie Villy-ს გზავნილი ახალბედა მუსიკოსებს

13 ივნისი, 2015

1sophyქართველი მუსიკოსი Sophie Villy (ხუციშვილი) უკრაინასა და ამერიკაში ცხოვრობს. ეტაპობრივად საქართველოს სტუმრობს და კონცერტებსაც მართავს. ბოლოს თბილისში დათო ევგენიძის საიუბილეო კონცერტზე დაუკრა.

მარტის თვეში სოფიმ დაუკრა SXSW -ზე ტეხასში, ამერიკაში. ეს უდიდესი მუსიკალური და კინო ფესტივალია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ქართველი მომღერალი იყო პირველი, ვინც ამ ფესტივალზე დაუკრა, თუ არ ჩავთვლით ერთ რუსულ ჯგუფს (Pompeya).

13 და 14 ივლისს კი კიევში ქართულ-უკრაინული მეგობრობის აღსანიშნავად, ორდღიანი ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც Sophie Villy-ც მონაწილეობს:

– 13-14 ივნისს გაიმართება ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი “საქართველოს ატმოსფერო”. ერთ-ერთი ორგანიზატორი როგორც ვიცი, საქართველოს საელჩოა.

– ამ ფესტივალში ქართველებიდან მხოლოდ თქვენ მონაწილეობთ?

– დიახ.

– რამდენად ხშირად მართავთ კონცერტებს უკრაინაში?

– საკმაოდ ხშირად.

– სულ ახლახანს იმყოფებოდით თბილისში კონცერტით, კმაყოფილი დარჩით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ. დათო ევგენიძეთან და ნიკა მაჩაიძესთან თანამშრომლობა ძალიან მომეწონა და მომავალშიც ვგეგმავთ საინტერესო პროექტებს.

– სოფი რამდენი ხანია საქართველოდან წახვედით და რა იყო ამის მიზეზი?

– 6 წელია რაც არ ვიმყოფები საქართველოში მუდმივად და ამის მიზეზი ალბათ 2008 წლის ომი და შექმნილი ვითარება იყო.

– არ ნანობთ საქართველო რომ დატოვეთ?

– საქართველო არასოდეს დამიტოვებია. მუდამ მისი ნაწილი ვარ და სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნის სახელით ვაკეთებ ყველაფერს.

– რატომ Sophie Villy? თქვენი ფსევდონიმი კონკრეტულ რამესთან არის დაკავშირებული?

– ჩემი გვარის დაბოლოებაა – ხუციშ-ვილი. რთული წარმოსათქმელი იყო უცხოეთში ჩემი გვარი და გადავწყვიტე გამემარტივებინა.

– ქართველები ხშირად ჩამოდიან უკრაინაში და მართავენ კონცერტებს, მონაწილეობენ კონკურსებში. როგორია უკრაინელების დამოკიდებულება ქართველი ხელოვანებისადმი?

– უკრაინელი ხალხს ძალიან უყვარს ქართული მუსიკა და ზოგადად კულტურა.

– რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდით?

– მსახიობი.

– ვინ გაზიარათ მუსიკას?

– მამამ.

– საყვარელი შემსრულებელი გყავთ?

– რთულია ერთის გამორჩევა.

– როგორ მუსიკას უსმენთ როცა გაბრაზებული ხართ?

– მშვიდს.

– რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვინც მუსიკაში ახლა იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას?

– ვურჩევდი, რომ არასოდეს დაიხიონ უკან და ბოლომდე აკეთონ ის, რაც უყვართ და რაც ამოძრავდებთ. შრომა და ნიჭი ადრე თუ გვიან მაინც ფასდება და პოულობს თავის გზას. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი. მთავარია კეთილი ფიქრები და ყველაფერი გამოვა.

– ახალ ალბომზე მუშაობთ?

– კი. ამჟამად მესამე ალბომზე ვმუშაობ. ნიკა მაჩაიძე a.k.a Nikakoi და Natalie TBA Beridzestan ერთად ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. ასევე ვაგრძელებ მუშაობას ჩემს trip-hop side პროექტზე – “Phylosophie”. 26 ივნისს ვუკრავ პოლონეთში ერთ-ერთ დიდ ფესტივალზე “European Stadium of Culture 2015”, შემდეგ თბილისი ოპენ აირზე ჩამოვდივარ და კონცერტს ვატარებ 5 ივლისს. გარდა ამისა, ვფიქრობთ ახალი ვიდეოს გადაღებას. ზაფხულის ბოლოს  2 ახალი სინგლიც გამოვა.