27 ივნისი, 2015

სიონის ტაძართან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

1sioniთბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ვრცელდება. მისი ავტორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა:

“კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღმოსავლეთ აფსიდების ზეძირკვლის წყობის რეკონსტრუქციის დროს, მოპირკეთების საპირე შრე თავდაპირველი პოზიციიდან დაიძრა.

დროთა განმავლობაში ეს დაშორება უფრო საგრძნობი გახდა და ვიდრე სიტუაცია კრიტიკული გახდება და საფრთხეს შეუქმნის მლოცველებსა და ეკლესიაში მოღვაწე სასულიერო პირებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთოდური ზედამხედველობით აღმოსავლეთ ცენტრალურ აფსიდზე განთავსდა თაბაშირის ყალაურების ბადე, ისე, რომ მოპირკეთების თარაზული ან შვეული ძვრები მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდეს. სამუშაოები თბილისის მერიის სამაშველო სამსახურის ტექნიკური ხელშეწყობით და დახმარებით ხორციელდება.”