11 ივნისი, 2015

საქართველოს უარი ,,ახალ ტალღას’’

1axali-talgaახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი “ახალი ტაღლა” წელს სოჭში გაიმართება.

იურმალადან სოჭში კონკურსის გადატანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ლატვიის ხელისუფლებამ ცნობილი რუსი მომღერლები შავ სიაში შეიყვანა და მათ კონკურსზე დასწრების და ჟიურიში ყოფნის საშუალება არ მისცა.

გასულ წელს კონკურსი ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მოიგო. წელს საქართველო კონკურსში მონაწილეობას არ იღებს.

კონკურსის ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს მონაწილეთა სია, რომელშიც საქართველო და ქართველი მომღერალი არ არის. წელს “ახალი ტალღა 12 ქვეყნის 16 კონკურსანტს უმასპინძლებს. სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, საბერძენთი, ინდონეზია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ხორვატია და შვეიცარია – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც “ახალ ტალღაზე” გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

“ახალი ტალღა 2015” 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. კონკურსის გარდა, ჩატარდება ცნობილი კომპოზიტორებისა თუ მომღერლების შემოქმედებითი საღამოები და მოეწყობა გახსნისა და დახურვის გრანდიოზული ცერემონიალები.