Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სამეფო უბნის თეატრი სეზონს ქველმოქმედებით დახურავს

24 ივნისი, 2015

1samefoსამეფო უბნის თეატრი წლევანდელ თეატრალურ სეზონს ქველმოქმედებით დახურავს. 29 და 30 ივნისს თეატრში თემურ ჩხეიძის სახელოსნო წარმოადგენს სპექტაკლს “სამშობლო”, რომელიც ექვს ნოველას აერთიანებს.

რეჟისორები გურამ ღონღაძე, ვანო ხუციშვილი, გიორგი ქათამაძე, ნინი ჩაკვეტაძე, თათა პოპიაშვილი და სოფო ქელბაქიანი მაყურებელს თავის ნამუშევრებს წარუდგენენ. სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება:

– სამეფო უბნის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო და სპექტაკლებიდან შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება, – ნათქვამია სამეფო უბნის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.