30 ივნისი, 2015

სად განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი?

1xelხელნაწერთა ეროვნული ცენტრი შესაფერის შენობას საჭიროებს. წლებია უნიკალური ექსპონატები არასათანადო პირობებში იმყოფება, რაც საფრთხეს უქმნის მათ და დაზიანების რისკს ზრდის.

30 ივნისი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეა. პრემიერის, განათლების მინისტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდეს, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდეს.

განხილვის პროცესშია ცენტრის რეორგანიზაციის სქემა, რომელიც ახალი დებულების მომზადებას, გაზრდილ სახელფასო განაკვეთებს და სტრუქტურულ საშტატო განრიგს ითვალისწინებს.

რაც შეეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის შენობის გამოყოფის საკითხს, წინადადება, რომლის მიხედვითაც, ცენტრი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში უნდა განთავსდეს, პრემიერმა დადებითად შეაფასა.