17 ივნისი, 2015

,,რომეო და ჯულიეტა’’ ქველმოქმედებისთვის გათამაშდება

1romeoმიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების აქციაში ერთვება.

25 ივნისს თეატრში ბერძენის რეჟისორის მიხეილ მარმარინოსის მიერ დადგმული სპექტაკლი “რომეო და ჯულიეტა” გათამაშდება.

– სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად! 25 ივნისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.