20 ივნისი, 2015

რკინის თეატრი უფასო სპექტაკლს გამართავს

rkinis-teatri33320 ივნისს რკინის თეატრი უფასო სპექტაკლს გამართავს. რეჟისორი დავით ანდღულაძე ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “ფერმა” შესთავაზებს მაყურებელს.

წარმოდგენა იმ გმირი მოხალისეებისთვის გათამაშდება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქალაქის და დაზარალებული ხალხის გადასარჩენად:

– რკინის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და 20 ივნისს მართავს საქველმოქმედო წარმოდგენას იმ გმირი მოხალისეებისათვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის და დაზარალებული ხალხის გადასარჩენად! წარმოდგენილი იქნება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი „ფერმა“.