Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რევაზ მიშველაძე იუბილარია

10 ივნისი, 2015

1rezმწერალი რევაზ მიშველაძე იუბილარია. 10 ივნისს რუსთაველის თეატრში სახალხო მწერლის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის რევაზ მიშველაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

საღამო დაიწყება დოკუმენტური ფილმით “მწერალი და დრო”, რომლის რეჟისორიც გიორგი კახაბრიშვილია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

საღამოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი გაუძღვება.

იუბილარ მწერალს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები. არის „ღირსების ორდენის” და „ივანე ჯავახიშვილის მედლის“ კავალერი. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარის” და „ქართული პროზის რაინდის” წოდებები.