10 ივნისი, 2015

რატომ ჩამოვიდა თბილისში შეიხა მოზა?

1sheixaკატარის პირველი ლედი, დედოფალი შეიხა მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. მათ ერთად რუსეთი და სომხეთიც მოინახულეს.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ეროვნული სამზარეულოს კაფეში, სტუმრებისათვის მოეწყო ნამდვილი ქართული ვახშამი ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის იმღერა საქართველოს ლეგენდამ ნანი ბრეგვაძემ.

აღმოსავლური სტილის ხატი – შეიხა მოზა, რომელიც ცნობილია მისი ჩინებული და დახვეწილი გემოვნებით, ქართველი დიზაინერების ბუტიკებშიც ჩანდა.

საქართველოში ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ მოინახულა ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ცნობილი დიდი ბაზარი მშრალ ხიდზე, ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი თანამედროვე სასტუმრო “Rooms” -ში გაჩერდა.

11sheixa1