რას ითხოვს აჩიკო ნიჟარაძე?

1achikoმომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქართველი ხალხისგან მეტ სიმკაცრეს ითხოვს:

“საერთოდ ხალხი ცოტა მკაცრად უნდა დადგეს თავის პოზიციაზე, თორემ დაგვაჯდნენ თავზე ყველა. მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიის წამყვან შოუებში: ტრანსვისტიტები, გეები, ლესბოსელები, მეძავები და ა.შ. მეტი თემა არ გაქვთ თქვე გაუნათლებელო ხალხო. ერთი შემეცნებითი გადაცემა გააკეთეთ თქვე გაუნათლებელო, უწიგნურო პროდუსერებო, ვიმეორებ გაუნათლებელო და უწიგნურო პროდუსერებო.

ერთი ნორმალური თემა ვერ მოგიფიქრებიათ. ამდენი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. რაღაცა მაინც ისწავლეთ. რა ჯიშის ხალხი ხართ, ან საქარველოში საიდან მოხვდით საერთოდ. თან ცხვირაწეულები რომ დადიან, თითქოს დისქავერზე მუშაობენ უსერიოზულეს თემებზე. თქვენ რომ რეიტინგებს ადგენთ, თქვენთვის შეინახეთ.

თქვენი ნამდვილი რეიტინგი არის 1 % მაქსიმუმ.”