16 ივნისი, 2015

ქეთი მელუა დაზარალებულებს დაეხმარება

1melua“მე მტკივა თბილისი” – ასე ჰქვია ღონისძიებების ციკლს, რომლებიც ლონდონში გაიმართება და ის თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდება.

პროექტში მომღერალი ქეთი მელუაც ჩაერთვება და თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებები დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქის, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოსა და გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ორგანიზებით ეწყობა.

დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს საბჭოს წევრი მადონა ქობალია 19 ივნისს სპეციალურ მარათონში მიიღებს მონაწილეობას, სადაც შემოსული თანხა გადაეცემა სტიქიით დაზარალებულებს.

21 ივნისს დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი, 26 ივნისს მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას ქეთი მელუა და მისი მეგობრები მიიღებენ. ქეთი მელუა პირადად უმასპინძლებს დაზარალებულთა დახმარების მსურველებს. აქციის ფარგლებში გაიყიდება ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები.

ლონდონში არსებული ქართული რესტორანი “თამადა” კი საქველმოქმედო აქცია-წვეულებას მოაწყობს.