7 ივნისი, 2015

ქეთი დოლიძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

1Teatri-032კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ქეთი დოლიძე ყოველთვის გამოირჩეოდა გულახდილი და პირდაპირი განცხადებების გაკეთებით. რეჟისორი ცდილობს არ ჩამორჩეს მოვლენებს და ადეკვატური მოსაზრებები გამოთქვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც რეჟისორმა სოციალურ ქსელში გააკეთა, საერთო აჟიოტაჟის მიზეზი გახდა:

“ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავადბ ემიგრანტი ეწოდება ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაში პოლიტიკური წყობის შეცვლის და დევნის საშიშროების გამო ტოვებს ი ძ უ ლ ე ბ ი თ თავის ქვეყანას… და არა საკუთარი ნებით…. ამიტომ თავისი ნებით წასულ (რა თქმა უნდა გაჭირვების გამო) ადამიანს არ შეიძლება ერქვას ემიგრანტი…. აქ, საქართველოში ვინმე დევნის? მიშას მომხრეები ხომ ურიცხვი ხართ უცხოეთში (?) და მითხარით, მისი მმართველობის დროს რატომ არ დაბრუნდით? არც მაშინ გდევნიდათ ვინმე. ამიტომ დაერქვას ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი. ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება, მაგრამ ე მ ი გ რ ა ც ი ა ს თ ა ნ ამას საერთო არა აქვს! ღმერთმა ქნას მალე დაბრუნებულიყავით! ისე, ზოგოერთებს, ვისაც მიშა გენატრებათ, შეგიძლიათ ოდესაში მოინახულოთ! დიდად არ მეხატება გულზე მენშევიკები, მაგრამ ნოე ჟოედანიას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არასდროს მიუღია! ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა საფრანგეთში!”

ამ განცხადებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. პარაფსიქოლოგმა ირაკლი ლომაიამ, რომელიც კანადაში ცხოვრობს, ქეთი დოლიძეს ბოდიშის მოხდა სთხოვა:

“ქალბატონ ქეთი დოლიძეს!..

ამ წერილს, რომ არ გამოვეხმაურო, მაშინ მეც შენნაირად საკუთარი ქვეყნის მოღალატე უნდა ვიყო, როგორც ბრძანე თურმე ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას არა? ძალიან კარგი ხო და მოდი ეხლა ყველაფერი ოდნავ შორიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისაბ მე პირადად შენი ამდაგვარი წერილით ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. თუნდაც ელემენტარული ავიღოთ, როცა ბოდიალობ “ყველა აქედან წასული ძალიან მეცოდება”, ეხლა გეკითხები, შენ თავი ვინ გგონია უვიცო დედაკაცო?

რა მჭირს შენი შესაცოდებელი, შე ავადმყოფო შენა, მეცოდები თავად შენ, რადგან ივანიშვილის მონა ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შენ ხარ ის ქალი რომელიც გამოვიდა და ხალხს აბოლებდა, რომ ივანიშვილი ჩადებდა მილიარდს სოფლის მეურნეობის საქმეში და რომ იტყუებოდი თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონიო? თუ დაგავიწყდა, შენი დაპირებების ვიდეოს გადაავლე თვალი. დიახ, საკუთარი ერი მოატყუე, იმანიპულირე შენი ვითომ კაი-ქალობით და არჩევნების წინა შესამზადებელ ფონზე შენ და შენაირი ვაი-ელიტა დარბოდით და ხალხს აბოლებდით, აი ხვდები ეხლა რატომაც არის ქართველი ერის უმრავლესობა ემიგრანტი? ზუსტად შენი წყალობით გახდა ეს ხალხი ემიგრანტი, რადგან ძალიან ბევრი ნაკადი სწორედ შენი მოთრეული მთავრობის მერეც წამოვიდა საქართველოდან და ვაფშე შენ სიტყვა ემიგრანტის განმარტება თუ არ იცი აჯობებს სხვას მაინც დაეკითხო და მერე ილაყბო.

თუმცა არ გამკვირვებია შენგან ეს და იცი რატომ? აი პროექტ “ერთი-ერთს” ვადევნებ თვალს და მანდ კარგად ვხედავ შენს წამოსროლილ უვიც სიტყვებს, მაგალითად, ქალი რომელიც გაიძახის შავკანიანებზე ზანგი და ზანგიო, რაზედაც წამყვანებმაც კი შენიშვნა მოგცეს, რა გასაკვირია რომ არც ჭეშმარიტი ემიგრნატების ახსნა იცოდე. ამ ყველაფრის მერე გამოდიხარ და გაიძახი ჩემი კუკარაჩა და ჩემი კუკარაჩაო, ისიც საკითხავია როგორ შეძლო ასეთმა უვიცმა ქალმა და უტაქტო ადამიანმა კუკარაჩას შექმნა? შემთხვევით ხომ არავის მოპარე მაგ კუკარაჩას იდეა? აბა რა ვიცი ქალმა, რომელმაც სიტყვა ემიგრანტის ჭეშმარიტი განმარტება არ იცი, ამის მერე რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა შენ?

მაგრამ გახსოვდეს, რაზედაც გინდა იმაზე ილაყბე, ვინც გინდა ის ლანძღე, როგორც გინდა ისე იმატრაკვეცე, მხოლოდ ნურასოდეს! ნურასოდეს შეგვეხები ემიგრანტებს! ეს კარგად დაიმახსოვროს ყველა შენაირმა ვაი-ელიტამ, ვისაც თავი ჩვენზე მაღლა გგონიათ, თუ გსურთ ერთ წამში არ დაეცეს თქვენი ვაი-პოპულარულობის იმუნიტეტი, ნურასოდეს!.. ნურასოდეს შეეხებით ცუდად ემიგრანტებს!.. წინააღმდეგ შემთხვევაში ემიგრანტი გახლავს ის ადამიანი, ვინც თავისი ადამიანური ღირსებისა და მორალის სულში ჩაფურთხებისთვის, ერთ წამში ისე გაგანადგურებთ, რომ თვალსაც არ დაახამხამებს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ის ტკივილი და წამება, რისი გადატანა ემიგრანტს სხვის სამშობლოში უწევს, ტოლფასია იმ გააფთრებული დედის, რომელიც შვილის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს, ასეთ დროს დედა ყველაზე საშისი არსება ხდება და ვინც არ უნდა იყოს ის, მზად არის წამებში დაგლიჯოს მტერი!… ასე, რომ ქალბატონო ქეთუსია, თუ არ გსურს საკუთარმა ერმა საკუთარი ხელით გაგლიჯოს შუაზე, მაგ გრძელი ენა თქვენს მუცელში ჩაიგდეთ, ყოველივე მსგავსი სიტყვების ბოდიალისთვის ემიგრანტებს ბოდიში მოგვიხადე და მერე განაგრძე ისევ შენებურად ყვირილი ჩემი კუკარაჩა და ჩემი კუკარაჩა-ო!.. იყვირე რამდენიც გინდა და სადაც გინდა, მხოლოდ ჩვენ ნურასოდეს შეგვეხები!”

ქეთი დოლიძემ ატეხილი ხმაურის გამო, მეორე განცხადებაც გააკეთა:

“კიდევ ერთხელ განვმარტავ! უდიდესი პატივისცემით დავწერე სტატუსი ემიგრანტებზე! რა ამბავი ატეხეთ? კითხვა არ იცით? 25-ამდე ნათესავი და მეგობარია, პირადად ჩემი წასული საზღვარგარეთ. იმათ რატომ არაფერი ეწყინათ! მე ვარ ის ადამიანი, ვინც დიდი სიყვარულით წასული ადამიანებისადმი დავდგი ძალიან წარმატებული სპექტაკლი “დილა მშვიდობისა, 100 დოლარიანო”. პარიზში, დარბაზში ტევა არ იყო. ხალხი თან იცინოდა, თან ტიროდა. ჩემოდანი გვინდა ჩავაწყოთ და დავბრუნდეთო! ეს სპექტაკლი სიყვარულის ახსნაა ყველა წასული ადამიანის მიმართ! ასე რომ, დაოკდით! ჩემი ორი ფრაზა ოდესის შესახებ კი ეკუთვნის მხოლოდ იმ “ემიგრანტებს” რომლებიც მრავალი წელია ლანძღვა- გინებით მიკლებენ! სწორედ მიშაზე უგონოდ შეყვარებულები! ეს არის და ეს! ჩემს თავსაც და ჩემს ქვეყანასაც ვუსურვებ კარგი და კეთილი ადამიანების ჩქარა დაბრუნებას!”