Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთა თოფურია გამარჯვებულია

1ketaმიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოღმერალი ქეთა თოფურია სცენაზე აღარ დგას, აღარ მღერის და დღე-დღეზე პირველი შვილის დაბადების მოლოდინშია, ის ჯილდოებს მაინც იღებს.

ქეთას ჯგუფმა “ა სტუდიო” გამარჯვებას რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიალზე მოიპოვა.

26 წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფი მუსიკალური დაჯილდოების “მუზ ტივის” სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი – საუკეთესო პოპ ჯგუფი, საუკეთესო სიმღერა უცხო ენაზე და საუკეთესო საკონცერტო შოუ.

ქეთა თოფურიას გუნდის წევრებმა მუსიკალური დაჯილდოების “მუზ ტივის” მთავარი პრიზი ქართველი მომღერლის გარეშე აიღეს. რუსული ჯგუფის ქართველი ვოკალისტი ქეთა თოფურია “ა სტუდიოს” წევრებთან ერთად საპატიო მიზეზის გამო არ იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკაშია, სადაც მისი პატარა უნდა დაიბადოს.

დაჯილდოების მთავარი პრიზი – ოქროს თეფში “ა სტუდიოს” გადაეცა როგორც საუკეთესო ჯგუფი.

– ძალიან გახარებულები ვართ! სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ჩვენი ქეთა გვაკლდა, მაგრამ მას საპატიო მიზეზი აქვს და თანაც ვიცით, რომ რაც არ უნდა შორს იყოს, ის მაინც სულ ჩვენს გვერდით არის. უღრმესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველაფერი მათი დახმარებით და მათთვის კეთდება, ამიტომაც ჩვენ აღარ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებებს და გამარჯვებებს უნდა მივაღწიოთ, – განაცხადეს ჯგუფის წევრებმა დაჯილდოების ცერემონიალზე.