7 ივნისი, 2015

ქართველმა მომღერლებმა ფინეთში გაიმარჯვეს

1qartvelebis-gamarjvebaქართველი ხელოვანების წარმატება საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე გრძელდება. სხვადასხვა ქვეყნებში ჩასული ქართველები სამშობლოში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე მოპოვებული პრიზებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან.

ამჯერად გამარჯვება ვოკალურმა ჯგუფმა “The Quintessence” მოიპოვა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფინეთში გამართულ „ტამპერეს ვოკალური მუსიკის ფესტივალში” – „Tampere Vocal Music Festival“.

წელს ფესტივალის ფარგლებში მისი დაარსების 40 წლის იუბილე და ცნობილი ფინელი კომპოზიტორის იან სიბელიუსის 150 წლის იუბილე აღინიშნა.

ფესტივალში ჯგუფი “The Quintessence“ 14 ფინალისტს შორის მოხვდა და მესამე ადგილი დაიკავა.

კონკურსში მონაწილეობის გარდა, ჯგუფმა დაგეგმა 2 კონცერტი ტამპერეს მერიაში და “Monitoinatilo”-ში.

1fest