25 ივნისი, 2015

ქართულმა ანსამბლმა გრანპრი მოიპოვა

1metekhiკომპანია მეტეხი და ბავშვთა ნაციონალური ბალეტის პატარა ვარსკვლავები ბულგარეთში გასტროლზე იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო ფესტივალი “ზალატაია მიჩტა” ტარდება.

ქართველმა მოცეკვავეებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში და ათასობით კონკურსანტს შორის გამარჯვება და მთავარი ჯილდოს გრანპრის მოპოვება შეძლეს. პატარა მოცეკვავეებმა ლას ვეგასსა და საბერძნეთში მიიღეს მიწვევა.

– ჩვენ ვართ “ვარნაში” საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც უამრავი მომღერალი, მოცეკვავეე და ანსამბლი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან პრესტიჟული ფესტივალია ბულგარეთში. 2 დღიანი ბრძოლა იყო და ბოლოს უმაღლესი ჯილდო “გრანპრი” გადმოგვცეს ჩვენ. ყველა ძალიან გახარებულები ვართ, – განუცხადა “არტინფოს” ანსამბლის ხელმძღვანელმა დავით ფოცხიშვილმა.