14 ივნისი, 2015

placebo-ს წევრი ბოდიშს იხდის

1stefan-olsdalჯგუფ placebo-ს წევრი შტეფან ოლსდალი ბოდიშს იხდის. ინფორმაციას Tbilisi Open Air Alter/Vision ავრცელებს. სწორედ მათი ორგანიზებით placebo 7 ივლისს თბილისში ჩამოვა და კონცერტს გამართავს.

როგორც მუსიკოსი აცხადებს, მან ინტერნეტში ნახა ბეჰემოტის ფოტო და საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ:

“მეგობრებო, ეს არის შტეფან ოლსდალის, placebo-ს წევრის, ბოდიში. ჩვენ დღეს მას ორჯერ ვესაუბრეთ და მან გულწრფელად მოგვიხადა ბოდიში და აგვიხსნა, რომ როდესაც ბეჰემოტის ფოტოს გადააწყდა ინტერნეტში საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და კონკრეტულად ამ ფოტოზე გაიხუმრა. ჩვენთვის, მისი ახსნა დამაჯერებელი და მისაღებია.”

1bodishi