7 ივნისი, 2015

ფესტივალმა ,,თეატრალური იმერეთი’’ გამარჯვებულები დააჯილდოვა

1festivaliქუთაისში მესხიშვილის თეატრში დასრულდა ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2015″. წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ვანის სახალხო თეატრი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი, თერჯოლის სახალხო თეატრი, საჩხერის სახალხო თეატრი, წყალტუბოს სახალხო თეატრი, ბაღდათის სახალხო თეატრი, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი, ხონის კულტურის ცენტრის სახალხო თეატრი, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, ქუთაისის ახალგაზრდა თეატრი და ქუთაისის ნიღბების თეატრი.

ფესტივალი პირველად 2002 წელს ჩატარდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ დაბრუნდა და იმერეთის რეგიონის თეატრები გააერთიანა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილე თეატრებიდან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა:

ნომინაციაში თანამედროვე ქართული მწერლობის მხარდაჭერისათვის სათეატრო სივრცეში სპექტაკლისთვის ,,დაბრუნება სოხუმში” ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი დაჯილდოვდა.

ბებიას როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის სპექტაკლში ,,ბზარი” თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობი თინათინ პატარიძე საუკეთესოდ დასახელდა.

ნომინაციაში მაყურებლის სიმპათია გაიმარჯვა წყალტუბოს სახალხო თეატრმა სპექტაკლისათვის ,,მეცამეტე შეხვედრა”.

ნომინაციაში საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის გამარჯვება მოიპოვა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლისათვის ,,ველური”.

ჟიურის ფავორიტი სპექტაკლები გახდნენ:

ნომინაციაში ანსამბლური სპექტაკლი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის ,,დარისპანის გასაჭირი”; ნომინაციაში თანამედროვე ქართული დრამატურგიის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის ბაღდათის სახალხო თეატრი სპექტაკლისთვის ,,დოდოს მოლოდინში”; ნომინაციაში ქართული კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის ხონის კულტურის ცენტრის სახალხო თეატრი სპექტაკლისთვის ,,ბუტიაობა”; ნომინაციაში ჟიურის ფავორიტი სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრი სპექტაკლისთვის ,,დარისპანის გასაჭირი”.

ჟიურის მთავარი პრიზები ასე გადანაწილდა:

ნომინაციაში საუკეთესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტა გამარჯვებული გახდა ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი სპექტაკლისთვის ,,დონჟუანი”; ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი – საჩხერის სახალხო თეატრის მსახიობი გოჩა ლურსმანაშვილი; ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი ამირან ნასყიდაშვილი; ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გიორგი გლოველი; ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი – ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნინო აბესაძე; ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი – ვანის სახალხო თეატრისა და ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრის მსახიობი სოფიო ჩირაძე მართასა და დონა ანას როლების შექმნისთვის.

ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფიული გადაწყვეტისათვის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი თავაძე და ქეთევან ციციშვილი სპექტაკლისათვის ,,მარწყვის ცივი ტორტი“; ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის – პრიზი გადაეცა რეჟისორ გიორგი თავაძეს სპექტაკლისთვის „მარწყვის ცივი ტორტი“; ნომინაციაში ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლისათვის საუკეთესოდ აღიარეს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სპექტაკლისთვის „მუსისი“.