18 ივნისი, 2015

პანტომიმის თეატრმა პრემიერა მოხსნა

1pantomimis-premieraსაქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დაგეგმილი პრემიერა მოხსნა.

19 და 20 ივნისს რეჟისორს ლუკა ჩხაიძეს მაყურებლისთვის საპრემიერო სპექტაკლი “ლუარსაბი” უნდა წარედგინა.

– ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო 19-20 ივნისის პრემიერა „ლუარსაბი“ მოხსნილია. ვუსამძიმრებთ საქართველოს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ახლა ის დროა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, არა ტაშით, არამედ სულიერად და ფიზიკურად, – აცხადებენ პანტომიმის თეატრში.