პანტომიმის თეატრი პრემიერას დაზარალებულებისთვის ითამაშებს

1luarsabiპანტომიმის სახელმწიფო თეატრი პრემიერას 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებულებისთვის ითამაშებს.

პრემიერა, რომელიც ივნისის თვეში იყო დაგეგმილი, დედაქალაქში განვითარებული ტრაგედიის გამო მოიხსნა. ამჯერად დასმა გადაწყვეტილება მიიღო, ითამაშოს პრემიერა და მთელი შემოსავალი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხოს.

3 და 4 ივლისს რეჟისორი ლუკა ჩხაიძე მაყურებელს წარუდგენს სპექტაკლს “ლუარსაბი”:

– გასაკუთრებულად აღსანიშნავია თეატრის რეჟისორის გადაწყვეტილება ქართული სპექტაკლის დადგმის… შალიკაშვილის სტილის გაგრძელება აუცილებელია და ზუსტად ქართული პანტომიმის სტილია ის განსხვავებული და ერთადერთი მსოფლიოში, რითაც ვამაყობთ ქართველები! სპექტაკლი ეძღვნება სტიქიით დაზარალაბულ ოჯახებს. ახლა დროა დავეხმაროთ მათ! – ნათქვამია პანიტომიმის თეატრის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.