3 ივნისი, 2015

ოთო ნემსაძე ისევ გამარჯვებულია

1otoმომღერალი ოთო ნემსაძე მუსიკალური შოუს “ერთი ერთში” გამარჯვებული მეორედ გახდა. მან ტონი ბენეტის განსახიერებით დამსწრე საზოგადოებასა და ჟიურიზე დიდი სთაბეჭდილება მოახდინა, 54 ქულით კოლეგების უკან ჩამოტოვება შეძლო და პირველობაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

უმაღლესი 12 ქულა მას ოთხწევრიანი ჟიურის სამმა წევრმა დაუწერა – ქეთი დოლიძემ, რუსა მორჩილაძემ და ვასიკო ოდიშვილმა. ჟიურის მეოთხე მიწვეულმა საპატიო წევრმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ უმაღლესი შეფასება სოფო ბედიას მიაკუთვნა.

მომდევნო საკონკურსო ტური კინოტური გამოვა, რადგან ყველა კოკნურსანტს ლოტოტრონმა ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები შეახვედრა სხვადასხვა ცნობილი კინოფილმებიდან.
ივანა მელაი მერილინ მონროდ გარდაისახება, თიელი ჰარი ბელაფონტედ, მარიტა როხვაძე ჩარლი ჩაპლინად, გიორგი მახარაშვილი მითხურ ჩაკრობორტად, სოფო ბედია ბარბრა სტრეიზანდად, ოთო ნემსაძე ანტონიო ბანდერასად, ზურა მანჯავიძე ძმები ბლუზების სამყაროში გვამოგზაურებს, თაკო გაჩეჩილაძე კი საოპერო დივა გახდება ფილმიდან “მეხუთე ელემენტი”.