“ოქროს ტალღამ” რჩეულები დაასახელა

1oqros-talgaმუსიკალური დაჯილდოების ცერემონია “ოქროს ტალღა 2014” დასრულდა და საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებიც დაასახელა.

წელს წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი პრიზი 5.000 ლარი გადაეცა. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი დამზადდა ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

წლის სიმღერა გახდა “განა ყველა ქალი ქალია” და მისი შემსრულებელი ანრი ჯოხაძე. სწორედ მან მიიღო დაწესებული 5000 ლარი და “ოქროს ტალღის” ორი ქანდაკება, რადგან ანრი ამავე სიმღერით “მიუზიქ ბოქსის” რჩეულიც გახდა.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

წლის დებიუტი – ანსამბლი „მეტეხი“ – ჩემო ფერია

წლის მომღერალი მამაკაცი – ზურა ხაჩიძე – ღამის სიზმარი

წლის მომღერალი ქალი – ნინა სუბლატი – ნაიარევს

წლის დუეტი – ანსამბლი „ქართული ხმები“ და ნიაზ დიასამიძე – ბეჩა ყირამალა

წლის ჯგუფი – გამოუვალი მდგომარეობა – სიყვარული ძნელია

წლის ანსამბლი – ანსამბლი „ქართული ხმები“ – თავისუფლება ლომთა ხვედრია

ხალხის რჩეული სიმღერა – გელა გურალია – დაბრუნდი

წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა – ნოდიკო ტატიშვილი – ვარდისფერი ნავი

წლის საუკეთესო როკ-სიმღერა – გამოუვალი მდგომარეობა – სიყვარული ძნელია

რადიო “ფორტუნა პლუსის” რჩეული – ჯგუფი „სეიშენი“ – შემიყვარდი

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული – ჯგუფი „ბანი“ – კავკასიური ბალადა

რადიო „ავტორადიოს“ რჩეული – კახაბერი და ხანუმები – Romale