14 ივნისი, 2015

ომარ მხეიძის საიუბილეო კონცერტი გაუქმებულია

1omar14 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის ომარ მხეიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღნვილი ღონისძიება “ბრავო ომარ!” უნდა გამართულიყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ საბავშვო და ახალგაზრდულ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, მათ შორის ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებულ ანსამბლებს.

კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ომარ მხეიძისთვის ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო “ხელოვნების ქურუმი” უნდა გადაეცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივნისს დანიშნული კონცერტი მოხსნილია და 17 ივნისს არის გადატანილი, გაყიდული ბილეთები კი ძალაშია.