22 ივნისი, 2015

ნუცა შანშიაშვილი სტიქიით დაზარალებულებისთვის იმღერებს

1nutsaქართველი მომღერალი ნუცა შანშიაშვილი თბილისში სტიქიით შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

“ჩემო ტკბილო სამშობლო, შენთან ვართ ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყოთ!” – ასეთია საქველმოქმედო კონცერტის დევიზი, რომელიც თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატადება.

26 ივნისს რესტორან “პასაჟში” ნუცა შანშიაშვილი ამერიკელ მეგობრებთან და ასევე ცნობილ ქართველ მომღერლებთან და მუსიკოსებთან ერთად საღამოს მოაწყობს. ნუცასთან ერთად მსმენელისთვის იმღერებენ სალომე ქათამაძე და ნიკო ნადირაძე.

ნუცა შანშიაშვილის და მისი მეგობრების კონცერტი ნიუ იორკში გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასია 60 დოლარია. შეგროვილი თანხა მთლიანად გადაერიცხებათ სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს.