Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნუცა ბუზალაძემ პატიმრებს უმღერა

1nucaნუცა ბუზალაძე ავჭალის არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მივიდა „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და საქვემლოქმედო ფესტივალ „პოემუსის“აქცია-კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და პოეტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ თორნიკე ყიფიანი, ნუცა ბუზალაძე, ია სუხიტაშვილი, სანდრო კაკულია, გიორგი რუხაძე. კომპანია პეესპემ არასრულწლოვნებისთვის სასაჩუქრედ ჰიგიენური საშუალებების კომპლექტები გამოყო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ კი არასრულწლოვნებს საჩუქრად წიგნები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას განცხადებით, ცენტრი მსგავს ღონისძიებებს „პოემუსთან“ ერთად უკვე ტრადიციულად მართავს:

– კიდევ ერთი ღონისძიება ჩავატარეთ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ჩვენ ვცდილობთ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ იმ ცნობილმა ხელოვანებმა, რომლების მოსმენაც და ნახვაც სურთ ჩვენს უმცროს მეგობრებს. კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო ვაჩუქეთ მასპინძლებს.

მსახიობმა სანდრო კაკულიამ ღონისძიების ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ემოციური საღამო დაუვიწყარი იქნება.

ამ დროისთვის ავჭალის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში 48 არასრულწლოვანი იმყოფება.