17 ივნისი, 2015

ნინო ანანიაშვილმა დაზარალებულებისთვის პირადი ნივთები გაყიდა

1ninaქართველმა პრიმაბალერინამ ნინო ანანიაშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად იაპონიაში საქველმოქმედო საღამო გამართა.

პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი რამდენიმე კვირაა იაპონიაში იმყოფება და K-Ballets Company-ის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ სპექტაკლებში მონაწილეობს.

ტოკიოში ქალბატონი ნინო ანანიაშვილის პატივსაცემად მიღება გაიმართა, რომელსაც პრიმა ბალერინას იაპონელი თაყვანისმცემლები და საქართველოს მეგობრები დაესწრნენ.

ქალბატონი ნინოს ინიციატივით მიღება ექსპრომტად საქველმოქმედო საღამოში გადაიზარდა, გაიყიდა პრიმა ბალერინას კუთვნილი ნივთები და სულ რამდენიმე წუთში 1627 დოლარი (201,000 იაპონური იენი) შეგროვდა. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში.