25 ივნისი, 2015

ნინა წკრიალაშვილი ჟიურიში მიიწვიეს

1ninaკომედი არხმა კიდევ ერთი ახალი გადაცემა დაიწყო.

“შენი შანსი” – ასე ეწოდება ახალ შოუს, რომელიც კომედი არხის ეთერში პირველად დღეს გავა.

გადაცემის წამყვანი მსახიობი ნათია წიწილაშვილია, ჟიურის წევრები კი მამულიჩა, ნინა წკრიალაშვილი და ზალიკო ბერგერი არიან.

– უმაგრესი პროექტი იწყება! – წერს ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში.

გასართობი შოუ “შენი შანსი” კომედი არხზე ხუთშაბათობით გავა.

 

ხუთშაბათს 21:00 ზე გასართობი შოუ “შენი შანსი”

Posted by Comedy არხი on Sunday, June 21, 2015