3 ივნისი, 2015

ნინა სუბლატს დახმარება ესაჭიროება

1nina123“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული და წლევანდელი ევროვიზიის საქართველოს კონკურსანტი ნინა სუბლატი დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას მომღერალი თავად ავრცელებს.

ნინა სპეციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს:

“მესაჭიროება თქვენი დახმარება მეგობრებო! ვეძებ კლიპის გადასაღებად ბასეინს! ბასეინი მჭირდება სულ რამდენიმე საათით. აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი სიღრმის და კარგი იქნება თუ განშიც მთლად ვიწრო არ იქნება. თუ ვინმეს გაქვთ ბასეინიანი აგარაკი/სახლი, ან იცით სად ქირავდება რამე მაგდაგვარი, გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში. ლაგუნა შმაგუნა არ შემომთავაზოთ; მხოლოდ რაიმე კერძო ან ზოგადად ისეთი, სადაც მშვიდ გარემოში შევძლებ გადაღებას. მადლობა წინასწარ და დიდად მადლიერი დაგრჩებით თუ კარგ ვარიანტს შემომთავაზებთ!”