27 ივნისი, 2015

ნიკოლოზ რაჭველმა პრეზენტაცია გააუქმა

1nikolozმაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა 27 ივნისს დაგეგმილი პრეზენტაცია გააუქმა. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა გამართულიყო ღონისძიება, რომელზეც კომპოზიტორი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარმოადგენდა ორკესტრის ახალგაზრდული კამერული ანსამბლების პრეზენტაცია-კონცერტს.

მსმენელის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ Georgian Strings, Georgian Winds და Georgian Brass, ხოლო სოლისტის ამპლუაში – ალტისტი გიორგი ცაგარელი. საკონცერტო პროგრამაში უნდა შესრულეყულიყო რიჰარდ შტრაუსის, რიჰარდ ვაგნერის, სულხან ნასიძის და გია ყანჩელის ნაწარმოებები.

როგორც ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნახუცრიშვილმა განმარტა, დაგეგმილი ღონისძიება ნიკოლოზ რაჭველმა მოხსნა და სექტემბრისთვის გადადო.