ნატო მეტონიძის კონცერტი მოხსნილია

1nato19 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში დაანონსებული ნატო მეტონიძის კონცერტი “INTROსპექცია – ამბები ჩვენზე” მოხსნილია.

12 წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი ნატო მეტონიძე თავის ერთგულ მსმენელს სოლოკონცერტით უბრუნდებოდა. დიდ საკონცერტო დარბაზში ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი და დავით დოიაშვილი მაყურებელს პრემიერაზე იწვევდნენ.

მომღერალს მსმენელის წინაშე ახალი სოლო-პროგრამა უნდა წარედგინა, უნდა შესრულებულიყო ნიკოლოზ რაჭველის საავტორო მუსიკა და მის მიერ შექმნილი ახალი საორკესტრო ვერსიები ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკალურ თემებსა და სიმღერებზე. ღონისძიებაში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებიც იყვნენ ჩართული. წარმოდგენისთვის მზადდებოდა დეკორაცია, იკერებოდა კოსტუმები.

როგორც ცნობილი გახდა, 19 ივნისს დანიშნული კონცერტი 30 ივნისს და პირველ ივლისს არის გადატანილი.