ნანი ბრეგვაძე კრემლში იმღერებს

1naniქართული ესტრადის დედოფალი ნანი ბრეგვაძე კრემლში იმღერებს. კრემლის სახელმწიფო დარბაზში მასთან ერთად მსმენელისთვის სხვა ქართველი მომღერლებიც შეასრულებენ სიმღერებს. მათ შორის, სოსო პავლიაშვილი და თამარ გვერდწითელი.

რუსული პრესის ინფორმაციით, ნანი ბრეგვაძე მოსკოვში სპეციალური სტუმრის სტატუსით ჩავა. ქართველი მომღერალი მიწვეულია კონცერტზე, რომელიც ცნობილი რუსი მომღერლისა და მსახიობის ლუდმილა გურჩენკოს 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.

გურჩენკოს 80 წელი 25 ნოემბერს უსრულდება, კონცერტი კი კრემლში 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ქართველ მომღერლებთან ერთად საიუბილეო საღამოში მონაწილეობას რუსული ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ.