14 ივნისი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრმა სპექტაკლები გააუქმა

1mozardicoverნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები მოხსნა. 15 ივნისი მთელ საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა არა მარტო გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ თბილისის სხვადასხვა უბნებსაც.

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

– ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის კოლექტივი ღრმა სამძიმარს უცხადებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი წარმოდგენები გადატანილია შემდეგ კვირაში. თავად თეატრის შენობაში დიდი დაზიანება სტიქიას ამჯერად არ გამოუწვევია, თუ არ ჩავთვლით შეროზიას ქუჩის მოსაზღვრე სარდაფს, რომელიც შემოსული წყლისგან ძალიან მძიმედ გამოიყურება.