მოძრაობის თეატრი ქველმოქმედებაში ჩაერთვება

1introკახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად წამოწყებულ საქველმოქმედო მარათონში ერთვება.

19 ივნისს მოძრაობის თეატრი წარმოადგენს საქველმოქმედო სპექტაკლს “ინტრო”. სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

მუსიკალური ალეგრია “ინტრო” დატვირთულია ვიზუალური ეფექტებით და მუსიკალური ნომრებით.

წარმოდგენის სცენოგრაფიაზე ანუკა მურვანიძემ იმუშავა, რაც მისი დებიუტი აღმოჩნდა მოძრაობის თეატრში.