21 ივნისი, 2015

მხატვრები ქველმოქმედებისთვის ერთიანდებიან

11323 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტ „ფიროსმანის“ ფარგლებში საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენას „13 ივნისი“ გამართავს.

ღონისძიება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მარიამ ნაცვლიშვილი, თინიკო თევდორაძე, ლია შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, ანტონ ბალანჩივაძე, მაშო მარგიშვილი, ლილი ყვავილაშვილი, მარი აქუბარდია, რევაზ გომელაური, ზურა ბალანჩივაძე, ირაკლი საბაშვილი, თამთა საური, თამარ მაისაშვილი, ნიკოლო მელივა, ნინიკო მიქაბერიძე, მარიამ ქავთარაძე, ანა კორიფაძე, გელა პაპიაშვილი, ლეკო ჩხენკელი, ბექა საყვარელიძე, ქეთი ჯოლბორდი, ეთო თაბაგარი, ნათია თუშიშვილი, მაიკო მაყიშვილი, ნანა გიგანი, მარი მეტრეველი, ნონა ჩანქსელიანი, ნათია ჭელიძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, მანანა სურმანიძე, ჯულია სანიკიძე და მარიამ შაქარაშვილი.

ღონისძიებაზე ფერწერული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება, რომელთა გაყიდვის შემთხვევაში შემოსული თანხა მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მარიამ ნაცვლიშვილი.

მხატვრების ნამუშევრები ეროვნულ ბიბლიოთეკაში 28 ივნისამდე დარჩება.