მიშა სულუხიამ საცოლე გამოაჩინა

1mishმომღერალმა მიშა სულუხიამ საცოლე გამოაჩინა და ის ფართო საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო:

– გაიცანით, ჩემი საცოლე ქეთი, – დაწერა მომღერალმა “ფეისბუქში” და რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. მიშა სულუხიას საცოლე 23 წლის ქეთი შალიკაშვილია. ამ მნიშვნელოვანი განცხადების სანაცვლოდ წყვილმა უამრავი მოწონება და საუკეთესო სურვილები მიიღო.

მიშა სულუხია ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტის “ვარსკვლავების აკადემიის” საშუალებით გაიცნო. მოგვიანებით მომღერალი სასწავლებლად უცხოეთში წავიდა.

წელს მიშამ მონაწილეობა მიიღო “ევროვიზია 2015”-ის შიდაშესარჩევ კონკურსში და უცხოელი ჟიურის წევრების მიერ დასახელებულ საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა, თუმცა გამარჯვება ნინა სუბლატმა მოიპოვა.

1misho